სსიპ ქალაქ თბილისის #211 საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ განხორციელდა კვირეული თემაზე ,,არა ოკუპაციას".
ოკუპაციის კვირეულში ჩატარებული აქტივობები:
1. ორშაბათი- ოკუპაციის ამსახველი ვიდეო -კადრების ჩვენება-განხილვა ( დოკუმენტური ფილმები)
2. სამშაბათი-ოკუპაციის ამსახველი ფოტო- მასალის მოძიება, საგამოფენო სტენდის მოწყობა
3. ოთხშაბათი-ვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში
4. ხუთშაბათი- პრეზენტაცია , მარო მაყაშვილისა და აფხაზი გოგონას დღიურების განხილვა, მათი საერთო ტკივილი- კავშირი დღევანდელობასთან, როგორ აისახა 1921 წლის ოკუპაცია დღეს საქართველოს ისტორიაზე
5. პარასკევი- 1921 წლის 25 თებერვალს , კოჯორ-ტაბახმელის მისადგომებთან , რუსეთის წინააღმდეგ, წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალის მონახულება
მასწავლებლები: ნანი ქოროღლიშვილი და მარიკა ლიპარტელიანი.