61 წელი წავკისის სკოლაში


 


სსიპ ქალაქ თბილისის #211 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი, ყველასთვის საყვარელი პედაგოგის, მიხეილ მირველაშვილის ღვაწლი შეუფასებელია  წავკისისთვის.... იგი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ემსახურა მომავალი თაობების აღზრდას.

-როდის დაიწყეთ წავკისის სკოლაში მოღვაწეობა?

-1957 წელს.

-რამდენი წელი ასწავლიდით წავკისის სკოლაში და  გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ?

-წავკისის სკოლაში ვასწავლიდი 61 წელი. აღვზარდე თაობები და  ვფიქრობ შევძელი მომემზადებინა წარმატებული ცხოვრებისთვის. ჩვენი სკოლის  აღზრდილი მოსწავლეები არიან: მეცნიერმუშაკები, ინჟინრები, ექიმები, პედაგოგები, რომლებიც დღ მოღვაწეობენ მომდევნო თაობების აღზრდაში.

ვიყავი კოლეგიალურ თანამშრომლებთან.  ვმუშაობდი დაწყებითი კლასების, გეოგრაფიის, ასტრონომიისა და ისტორიის მასწავლებლად. წლების განმავლობაში ვიყავი დირექტორის მოადგილე და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც.

-იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანი ასწავლიდით წავკისის სკოლაში, გვსურს გვიამბოთ მისი დაარსების შესახებ.

-პირველად წავკისში 4 კლასიანი სკოლა გაიხსნა 1902 წელს, სადაც ბავშვებს ასწავლიდნენ მღვდლები, შემდეგ ასწავლიდნენ სამოქალაქო პირები.  1927 წელს სკოლა გახდა არასრული საშუალო, სადაც ასწავლიდნენ სპეციალისტი მასწავლებლები. 1956 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა. სკოლის შენობა ეკუთვნოდა ერეკლე მეფის პირად ექიმს ყარაშვილს. ახალი სკოლა აშენდა 1974 წელს, რომლის გახსნასაც ესწრებოდა ყარაშვილის შთამომავალი, დიმიტრი ყარაშვილი, რომელიც განათლების სამინისტროში მუშაობდა. დიმიტრის უფროსი ძმა იყო კომპოზიტორი, იგი მოსკოვში მოღვაწეობდა და მისი ბიოგრაფია გამოქვეყნებული იყო იმდროინდელ ჟურნალ  ,,საბჭოთა ხელოვნებაში“.

-რას უსურვებთ მომავალ თაობას?

მომავალი თაობა სამშობლოს დიდი იმედია. ვუსურვებ   წარმატებულ მომავალს გაბრწყინებულ, გაერთიანებულ საქართველოში.

ავტორები: მარიამ ლილუაშვილი და კესო საზუაშვილი

Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.