,, ყველას შეუძლია იყოს წარმატებული“

 სსიპ ქალაქ თბილისის #211 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა  ჩაწერეს ინტერვიუ ადგილობრივ  თემში მცხოვრებ გოგონასთან, სოფო ხუციშვილთან, რომლის წარმატებებით ხარობს და ამაყობს ყველა წავკისელი

- გვიამბე თქვენს შესახე

- მე ვარ სოფო ხუციშვილი. დავიბადე სრულიად ჯამრთელი, არანაირი პრობლემა არ მქონდა მხედველობის. ვიზრდებოდი ისე, როგორც ნებისმიერი ბავშვი…. და შემდეგ უკვე სამწლინახევრის რომ ვიყავი შემხვდა გრიპი, თითქოს ვეულებრივი,  მაგრამ ამან გამოიწვია თვალის ანთება, დამიწითლდა თვალები. არასწორმა  მკურნალობამ გამოიწვია მხედველობის ნელ-ნელა დაკარგვა. 

ექიმ რეზო გურგენიძესთან მკურნალობამ  დაახლოებით ექვსი თვე ისევ დამიბრუნა მხედველობა, მაგრამ სამწუხაროდ იგი გარდაიცვალა და მკურნალობა ვეღარ გავაგრძელეთ..

  ამის შემდეგ ისევ დაიწყო ჩემი მხედველობის უკან და უკან  სვლა. ვიყავი  გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში.... და ამაოდ.

განათლება მნიშვნელოვანია  იმისათვის, რომ საზოგადოებაში დაიმკვიდრო თავი. ამიტომ ჩემმა მშობლებმა  მიიღეს გადაწყვეტილება და შემიყვანე სკოლაში. ცოტა დაგვიანებით, მაგრამ რაც მთავარია დავიწყე სწავლა. სპეციალიზებულ სკოლაში დავდიოდი. დავამთავრე სკოლა ოქროს მედალზე. ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. დავამთავრე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი,  გავხდი ბაკალავრი, დავამთავრე  მაგისტრატურაც. ჩავაბარე გამოცდა და გავხდი ლიცენზირებული ადვოკატი.

- რა იყო თქვენი ოცნება და თუ აგიხდა ის?

- ჩემი ოცნება იყო გავმხდარიყავი ადვოკატი. ოცნება ამიხდა. პროცესებზე რომ მიწევს გამოსვლა, ვხვდები რომ ეს ის არის, რაზეც ვოცნებობდი და რაც მე ძალიან მაბედნიერებს.

- ხართ თუ არა მებრძოლი?

-  ვთვლი რომ ვარ მებრძოლი. ცხოვრებაში მქონია გარკვეული პერიოდები, როდესაც შინაგანადაც გამჭირვებია, მქონია ბევრი ბარიერი და გამომიჩენია სულიერი სიძლიერე. ერთი თვისება მაქვს, რომ ყოველთვის მინდა გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი... 

- გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახე

- ყველაფერს არ გაგანდობთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ძალიან მინდა მქონდე  საადვოკატო ფიმა და აუცილებლად მექნება.  მაქვს კიდეც დასახული გეგმები.

- სამი რამ, რაც აუცილებელია  წარმატების მისაღწევად

- ერთ-ერთი მთავრი არის მიზანი, ანუ გააზრებული უნდა იყოს ჩვენი თითოეული მოქმედება. შემდეგ შრომისმოყვარეობა, რაც შეიძლე მეტი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. და მესამე ეს არის რწმენა, უნდა გჯეროდეს და გწამდეს საკუთარი თავის.

 ავტორი: კესო საზუაშვილი

Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.