სკოლაში ადამიანის უფლებებზე, მიმართულება ,,დისკრიმინაციისგან თავისუფლება, თანასწორობის უფლება", პირველ კლასში განხორციელდა პროექტი ,,ჩვენ თანასწორნი ვართ“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა
გააცნობიერეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.
მოსწავლეებმა გამოხატეს სურვილი მხარი დაეჭირათ უკრაინისთვის, რადგან ომში დარღვეულია ადამიანის უფლებები. შექმნეს კოლაჯი, სადაც გამოფინეს ნახატები ომის თემატიკასთან დაკავშირებით. ისინი იყვნენ ძალიან მონდომებულები და ყველა დავალებას დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ.
მოსწავლეებმა შეძლეს გაეგოთ თუ როგორ დაამყარონ ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა, იყვნენ შემწყნარებლები, იცოდნენ როგორ გამოიყენონ საკუთარი და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები. განხილული იყო სიტუაციური ამოცანები, რაზეც მიმდინარეობდა დისკუსია. ისინი თამამად გამოთქვამდნენ საკუთარ დამოკიდებულებას არსებულ პრობლემასთან.
მადლობა პროექტის განმხორციელებელ პედაგოგს ქალბატონ მაია ქვრივიშვილს.
მადლობა პროექტში მონაწილე პირველი კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს.
ავტორი-ლიზი ჭუმბურიძე