ტვინების ბრძოლა

 სსიპ ქალაქ თბილისის N211 საჯარო სკოლაში, 27 და 28 ოქტომბერს ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლა“ პირველი, შიდასასკოლო ეტაპი.

,,ტვინების ბრძოლა” გუნდური ინტელექტუალური თამაშია, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და ანალიტიკური ცოდნის გაღრმავებაზე.
მოსწავლეები აქტიურად, დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ თამაშში.
შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
1. მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები;
2. მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები;
3. მე-9, მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები.
პირველადგილოსანმა გუნდებმა მოიპოვეს სკოლის ჩემპიონის ტიტული და გამარჯვებულ გუნდებს Brains.ge - სგან გადაეცათ „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი” და მიენიჭათ ,,ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონალური მასშტაბით.
დიდი მადლობა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს სოფიკო მოძმანაშვილს,
მდივანს ლიზი ჭუმბურიძესა და წევრს ნია ბეჟიაშვილს შიდა სასკოლო ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარებისთვის.
დიდი მადლობა მშობლებს თამაშში ჩართვისთვის, რომლებიც ასრულებდნენ ქულების დამთვლელი კომისარის ფუნქციას.
დიდი მადლობა მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებიც მობრძანდნენ მოსწავლეთა მხარდასაჭერად.
დიდი მადლობა მოსწავლეებს საინტერესო თამაშისთვის.
დიდი მადლობა შპს ,,Brains“-ს საინტერესო შემეცნებითი პროექტის შემოთავაზებისთვის.
Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.