დამოუკიდებელი საქართველოს გზა ევროპისაკენ


USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის N 211 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის " თაობა მომავლისათვის" წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულში განახორციელეს პროექტი- " დამოუკიდებელი საქართველოს გზა ევროპისაკენ, 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს
ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია საქართველოს პირველი პარლამენტარი ქალების შესახებ, გაეცნენ ნაწყვეტს " საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან". ასევე ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის სიმბოლიკასა და საზღვრებზე, გაეცნენ კონსტიტუციის შესაბამის მუხლებს,დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და თემატიკის ამსახველი სტენდი. პედაგოგები- მარინე ლიპარტელიანი და ნანი ქოროღლიშვილი



Share:

„როცა ნარჩენებს სული ჩავბერეთ...

 

მიმდინარე 2022-2023 სასწავლო წელს სსიპ ქალაქ თბილისის N211 საჯარო სკოლაში მე-6 კლასში განხორციელდა პროექტი „როცა ნარჩენებს სული ჩავბერეთ...”
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაეცნონ:
✅ნარჩენების მიერ გამოწვეულ პრობლემებს.
✅ნარჩენების მართვის საკითხს როგორც გლობალურ გარემოსდაცვით სოციალურ და ეკონომიურ პრობლემას მსოფლიოში.
✅გამოუმუშავდეთ გარემოს დაცვის და მასზე ზრუნვის უნარ-ჩვევები.
განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
✅ვიდეომასალის დახმარებით გაეცვნენ ნარჩენების გავლენას ცოცხალ სამყაროზე
✅ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაასუფთავეს სკოლის ეზო, მისი მიმდებარე ტერიტორია და სანიაღვრე არხები
✅ თემში მოგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დაამზადეს სხვადასხვა დეკორატიული ნივთები
შედეგად მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია,განუვითარდათ მაღალი ზნეობრივი უნარები,მზაობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
პედაგოგი: დიანა მირველაშვილი

All react                        ავტორი-ლიზი ჭუმბურიძე
Share:

,,დედამიწის დღე''

 USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის #211 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ და სამოქალაქო განათლების კლუბის "თაობა მომავლისათვის" წევრებმა დაგეგმეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული და განახორციელეს აქტივობები. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა უყურეს ფილმს "ადამიანი რომელიც ხეებს რგავდა", გამართეს დისკუსია, მოახდინეს პრობლემის იდენტიფიცირება და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. ცნობიერების ამაღლების მიზნით დაამზადეს პოსტერები, საინფორმაციო ბუკლეტები და გაავრცელეს თემში. პრაქტიკული მოქმედებების საფუძველზე საზოგადოების ეკოლოგიური კულტურის განვითარების მიზნით სკოლის ტერიტორიაზე განათავსეს გარემოს დაცვის შესაბამისი მოწოდებები, იზრუნეს სკოლის ეზოსა და სპორტული მოედნის დასუფთავებაზე, სკოლის შიდა სივრცეში არსებული ქოთნის ყვავილების მორწყვაზე. დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით განხორციელდა სპორტულ მოედანზე. მე-6 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს მხატვრული ტანვარჯიშის ილეთები, სპორტის პედაგოგის ქალბატონ მაკა გუმაშვილის მხარდაჭერით მე-9 მე-10 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს რამდენიმე სახალისო სპორტული აქტივობა, შემდეგ გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სხვადასხვა ტიპის გონივრულ აქტივობებში. პროექტის განმავლობაში დიდი იყო მშობელთა ჩართულობა და აქტიურობა, მათ შექმნეს პლაკატი თემაზე: "დედამიწა ჩვენი სახლია". მშობლებისაგან დაკომპლექტებული იყო ჟიური , რომელთაც შესაბამისი ქულებით შეაფასეს თითოეული აქტივობა. საბოლოო ჯამში გამარჯვებულ და მონაწილე გუნდები მშობლებმა დააჯილდოეს სიგელებით. უღრმესი მადლობა მოსწავლეებს მონაწილეობისათვის, ხოლო მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის. პედაგოგები- მაკა გუმაშვილი , მარინე ლიპარტელიანი, ნანი ქოროღლიშვილი

All reactions  sავტორი- ლიზი ჭუმბურიძე
Share:

ადამიანის უფლებები

 2023 წლის აპრილში სსიპ ქალაქ თბილისის N211 საჯარო სკოლაში მე-8 კლასში განხორციელდა პროექტი ადამიანის უფლებებზეა.პროექტის სახელწოდებაა ,, იმ სოციალური წესრიგის უფლება, სადაც აღიარებულია ადამიანის უფლებები. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: 1.ცნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. 2.გონებრივი იერიში. 3. ბლიც- ინტერვიუ.4. გამოკითხვა.5.შედეგების გაზიარება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გააცნობიერეს რომ ადამიანის უფლებები არის თანდაყოლილი უფლებები ყველა ადამიანური არსებისათვის, განურჩევლად რასისა, სქესისა, ეროვნებისა, ეთნიკურობისა, ენისა, რელიგიისა ან სხვა ნებისმიერი სტატუსისა. მადლობა მე-8 კლასის მოსწავლეებს და პედაგოგს მარინე ბასილაშვილს.


ავტორი- ლიზი ჭუმბურიძე
Share:

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.