,,დედამიწის დღე''

 USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის #211 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ და სამოქალაქო განათლების კლუბის "თაობა მომავლისათვის" წევრებმა დაგეგმეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული და განახორციელეს აქტივობები. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა უყურეს ფილმს "ადამიანი რომელიც ხეებს რგავდა", გამართეს დისკუსია, მოახდინეს პრობლემის იდენტიფიცირება და ისაუბრეს მათი გადაჭრის გზებზე. ცნობიერების ამაღლების მიზნით დაამზადეს პოსტერები, საინფორმაციო ბუკლეტები და გაავრცელეს თემში. პრაქტიკული მოქმედებების საფუძველზე საზოგადოების ეკოლოგიური კულტურის განვითარების მიზნით სკოლის ტერიტორიაზე განათავსეს გარემოს დაცვის შესაბამისი მოწოდებები, იზრუნეს სკოლის ეზოსა და სპორტული მოედნის დასუფთავებაზე, სკოლის შიდა სივრცეში არსებული ქოთნის ყვავილების მორწყვაზე. დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით განხორციელდა სპორტულ მოედანზე. მე-6 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს მხატვრული ტანვარჯიშის ილეთები, სპორტის პედაგოგის ქალბატონ მაკა გუმაშვილის მხარდაჭერით მე-9 მე-10 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს რამდენიმე სახალისო სპორტული აქტივობა, შემდეგ გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სხვადასხვა ტიპის გონივრულ აქტივობებში. პროექტის განმავლობაში დიდი იყო მშობელთა ჩართულობა და აქტიურობა, მათ შექმნეს პლაკატი თემაზე: "დედამიწა ჩვენი სახლია". მშობლებისაგან დაკომპლექტებული იყო ჟიური , რომელთაც შესაბამისი ქულებით შეაფასეს თითოეული აქტივობა. საბოლოო ჯამში გამარჯვებულ და მონაწილე გუნდები მშობლებმა დააჯილდოეს სიგელებით. უღრმესი მადლობა მოსწავლეებს მონაწილეობისათვის, ხოლო მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის. პედაგოგები- მაკა გუმაშვილი , მარინე ლიპარტელიანი, ნანი ქოროღლიშვილი

All reactions  sავტორი- ლიზი ჭუმბურიძე
Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.