მავნე ჩვევები

 USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში , ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სსიპ ქალაქ თბილისის N 211 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის „ თაობა მომავლისათვის“, წარმომადგენლების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა აქტივობები:

მოსწავლეები შეხვდნენ სკოლის ექთანს, ქალბატონ ნანა ბუცხრიკიძეს, რომელიც ბავშვებს ესაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მავნე ჩვევებზე, როგორიცაა - ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკი, ასევე ადრეულ ქორწინებაზე, აზარტულ თამაშებზე. მოსწავლეების მხრიდან დაისვა მეტად საინტერესო და დამაფიქრებელი შეკითხვები.
მე-8-9-10 კლასების მოსწავლეებს შორის, სპორტის პედაგოგმა, ქალბატონმა მაკა გუმაშვილმა, მოაწყო შეჯიბრი ფრენბურთში.
წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები მავნე ჩვევებთან დაკავშირებით,
მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები , რომელიც ცოდნის გაზიარების მიზნით დაურიგდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს.
სამოქალაქო განათლების პედაგოგმა-მარინე ლიპარტელიანმა, მე-7 კლასში, ჩაატარა ღია გაკვეთილი ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რომელსაც ესწრებოდნენ ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრები.
კვირეულის ფარგლებში ბავშვებთან ერთად მონაწილეობდნენ მშობლებიც. მშობელმა, ავთანდილ ბეჟიაშვილმა, რომელიც არის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი, მოსწავლეებს ესაუბრა ჯანმრთელობისათვის მეტად საზიანო და მავნე ჩვევებზე, რატომ არ შეიძლება ადრეულ ასაკში ქორწინება, როგორ აისახება აზარტული თამაშები მოზარდის ფსიქიკაზე ,რა უკუჩვენებები აქვს თამბაქოსა და ელექტრონულ სიგარეტს და ა. შ
მშობლებთან შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთი შეხვედრები ხშირად გაიმართოს, სადაც ისაუბრებენ ტაბუდადებულ თემებზე, რათა მოსწავლეებმა მიიღონ სწორი და ჯანსაღი ინფორმაცია.
ავტორი-ლიზი ჭუმბურიძე
Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.