დავითიანნი

 2023 წლის 06 აპრილს სკოლაში გვესტუმრნენ პროექტის ,,დავითიანნი" მენეჯერები: ბატონი ნიკა ცხომელიძე, ქალბატონები ანანო ქარდავა და თამუნა მათიაშვილი.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები მიმდინარე სასწავლო წელს ჩართვნენ პროექტში ,,დავითიანნი" და პირველი სემესტრის ბოლოს მოიგეს ბაკურიანის 3 დღიანი საგზური.
მეორე სემესტრშიც აქტიურად არიან ჩართული ლექციებში, პრეზენტაციებში, ტესტირებებში.
პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩამოაყალიბეს ლიდერთა კლუბი ,,ლამპარი", რომლის მიზანიც არის:
მონაწილეების მომავალი წინსვლისთვის საჭირო პროფესიული, ლიდერული, კარიელური უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში.
კლუბის ლოგოსთვის გამოაცხადეს ღია კონკურსი, მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
დღევანდელ შეხვედრაზე ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული, მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ჭუმბურიძე.
კლუბის მეშვეობით გეგმავენ:
საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას;
ინტელექტუალური კონკურსების ორგანიზებას;
ახალგაზრდების აქტივობებში ჩართვას;
ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარის განვითარებას;
მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობას;
პრობლემების გადაჭრის უნარის გამოვლენას.
დიდი მადლობა მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს აქტიურად ჩართვისათვის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
დიდი მადლობა პროექტის ,,დავითიანნი" მენეჯერებს: ბატონ ნიკა ცხომელიძეს, ქალბატონებს ანანო ქარდავასა და თამუნა მათიაშვილს ასეთი საინტერესო, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი პროექტისთვის.
დიდი მადლობა ქალბატონ თინათინ ქოროღლიშვილს, რომელმაც პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს.
All react
Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.