საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციის "დავითიანნი"-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,წიგნიერი და ლიდერი თაობა", მონაწილეობას იღებენ სსიპ ქალაქ თბილისის 211 საჯარო სკოლის IX-X კლასების მოსწავლეები.
წიგნიერი და ლიდერი თაობა
ჩვენი მოსწავლეების საოცნებო ქუჩა
2022 წლის 18.11-10.12-ს , მე-9 კლასში განხორციელდა მინი პროექტი ,,ჩემი საოცნებო ქუჩა" პედაგოგები:ლამარა გლოველი, თინათინ პაპიაშვილი საინტერესო იყო მოსწავლეების მიერ შემოთავაზებული “საოცნებო ქუჩის” პროექტები, რომლებშიც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს არქიტექტორული ხედვა. ყურადღება გამახვილდა იმ მწერლის თუ საზოგადო მოღვაწის ღვაწლზე, რომლის სახელსაც ატარებს ის ქუჩა, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. წარმოადგინეს ამონარიდები მათი შემოქმედებიდან და აღნიშნეს, რომ პატივია მათთვის რუსთაველის,თინა წავკისელის,გიორგის სააკაძის სახელობის ქუჩებზე ცხოვრება. პროექტი იყო პროდუქტიული, რადგან მოსწავლეებმა გაითავისეს გარემოს დაცვის აუცილებლობა, განუვითარდათ საკუთარი ქუჩის მოფრთხილების უნარი, გააცნობიერეს, რომ გარემოს დაცვა და საკუთარი ქუჩის მოვლა-პატრონობა თითოეული ჩვენთაგანის ვალია.
ჩვენი ჯარი
2022 წლის 01 დეკემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, სსიპ ქალაქ თბილისის N211 საჯარო სკოლაში VIII-XII კლასის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა .
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის მსოფლიო დღეა. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებში ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ ქალაქ თბილისის 211 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის "თაობა მომავლისათვის" და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, პედაგოგებთან-მარინე ლიპარტელიანი და ნანი ქოროღლიშვილთან ერთად, ესტუმრნენ შშმ პირთა ასოციაცია "ანიკა" -ს ბენეფიციარებს. მასპინძლები დაგვხვდნენ თბილად. მოსწავლეები გაეცნენ შშმ პირების შესახებ ინფორმაციას, მათ ინტერესებს, სამუშაო პირობებს, ბარიერებს.მოსწავლეებმაც გააცნეს თავისი სამომავლო გეგმები. წარმოადგინეს პრეზენტაცია ვიდეო-რგოლის სახით. შშმ პირებმა მოსწავლეებს ძალიან საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. სტუმრების და მასპინძლების მხრიდან ჩართულობა იყო საკმაოდ მაღალი. მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი უნდა ჩაეყენებინათ შშმ პირების მდგომარეობაში და შეესრულებინათ კონკრეტული აქტივობები. მოსწავლეებმა ამ აქტივობების შემდეგ გააცნობიერეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
მედიაწიგნიერება
2022წ. 18. 11 ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე - მედიაწიგნიერება-რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სსიპ ქალაქ თბილისის 211 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის " თაობა მომავლისათვის" წევრებმა პედაგოგებთან- მარინე ლიპარტელიანი და ნანი ქოროღლიშვილთან ერთად.