შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!

 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის მსოფლიო დღეა. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებში ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ ქალაქ თბილისის 211 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის "თაობა მომავლისათვის" და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები, პედაგოგებთან-მარინე ლიპარტელიანი და ნანი ქოროღლიშვილთან ერთად, ესტუმრნენ შშმ პირთა ასოციაცია "ანიკა" -ს ბენეფიციარებს. მასპინძლები დაგვხვდნენ თბილად. მოსწავლეები გაეცნენ შშმ პირების შესახებ ინფორმაციას, მათ ინტერესებს, სამუშაო პირობებს, ბარიერებს.მოსწავლეებმაც გააცნეს თავისი სამომავლო გეგმები. წარმოადგინეს პრეზენტაცია ვიდეო-რგოლის სახით. შშმ პირებმა მოსწავლეებს ძალიან საინტერესო აქტივობები შესთავაზეს. სტუმრების და მასპინძლების მხრიდან ჩართულობა იყო საკმაოდ მაღალი. მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი უნდა ჩაეყენებინათ შშმ პირების მდგომარეობაში და შეესრულებინათ კონკრეტული აქტივობები. მოსწავლეებმა ამ აქტივობების შემდეგ გააცნობიერეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ავტორი-ლიზი ჭუმბურიძე
Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.