ამხანაგური შეხვედრები ფეხბურთში მეზობელ სკოლებთან

 ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა ამხანაგური თამაშები ფეხბურთში მეზობელ, სსიპ ქალაქ თბილისის #28 საჯარო სკოლასა და სსიპ ქალაქ თბილისის #214 საჯარო სკოლასთან.

მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, სპორტის პედაგოგს ქალბატონ მაკა გუმაშვილს, მეზობელი სკოლის მოსწავლეებს, სპორტის პედაგოგებს და დირექტორებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
ავტორი:ლიზი ჭუმბურიძე
Share:

,,დისკრიმინაციისაგან თავისუფლება, თანასწორობის უფლება“.

 2022 წლის მაისში სსიპ ქალაქ თბილისის N 211 საჯარო სკოლაში მე-7 კლასში განხორციელდა პროექტი ადამიანის უფლებებზე. პროექტის სახელწოდებაა ,,დისკრიმინაციისაგან თავისუფლება, თანასწორობის უფლება“.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1. კანონების გაცნობა. პრეზენტაციების მომზადება ,,უფლებასა და თავისუფლების შესახებ’’.
2. მინი-ლექციები დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შესახებ.
3. ბლიც-ინტერვიუები თანატოლებთან.
4. სახალისო დისკუსია თემაზე: ,, ერთი ადამიანის ქმედება დისკრიმინაციის წინააღმდეგ’’.
5. პოსტერების მომზადება: ,,არა დისკრიმინაციას’’.
მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, თანატოლებთან ჰქონდათ ბლიც-ინტერვიუები.
წარმოადგინეს პრეზენტაციები უფლებასა და თავისუფლების შესახებ , ერთმანეთს გაუცვალეს აზრები, დაუსვეს სხვადასხვა საინტერესო კითხვები, გაიმართა მინი დისკუსია.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ მკვიდრი წარმოდგენები:
 ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე.
 დისკრიმინაციის შედეგებზე.
 პიროვნების როლზე საზოგადოებაში.
 ცალკეული ინდივიდების მიერ განხორციელებულ ქმედებასა, თუ უმოქმედობაზე.
მადლობა მე-7 კლასის მოსწავლეებს და პედაგოგს ქალბატონ მარინე ბასილაშვილს.

ავტორი:ლიზი ჭუმბურიძ

Share:

,,ერთად დათისთვის"

 15 მაისს, სსიპ ქალაქ თბილისის #211 საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო ძველი თბილისის სკოლების რაიონულ ფესტივალში.

დიდი მადლობა ქალბატონ ლია მამისაშვილს, სოფიკო მოძმანაშვილს, ლიზი ჭუმბურიძეს, მაია ზარდიაშვილს, ანა მაკარაძეს, ხატია მაკარაძეს, სოფიკო დორეულს, დიანა დორეულს ორგანიზებისა და აქტიურად ჩართულობისთვის.
დიდი მადლობა სკოლის თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ფესტივალზე სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის.
ფესტივალი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა გადაირიცხება ჩვენი რაიონის სკოლის მოსწავლის დათი ქოქრაშვილის ანგარიშზე.
დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, მაგდა ბარამიძეს, მაია გოგოლაძეს, იოსებ ლაზარაშვილს და მონაწილე სკოლებს.
,,ერთად დათისთვის".
ავტორი;ლიზი ჭუმბურიძე
Share:

შეხვედრა ფსიქოლოგებთან

 2022 წლის 10, 11 და 13 მაისს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგისა და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორის მიერ, სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები, ოჯახში ძალადობა და ადრეული ქორწინება.

შეხვედრის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, კოორდინატორ გიორგი ჯავახიშვილს, აგრეთვე ტრენერებს ქალბატონ სალომე მასხარაშვილს და ქალბატონ მარიამ ჯამალაშვილს საინტერესო შეხვედრებისა და თანამშრომლობისთვის.
ავტორი;ლიზი ჭუმბურიძე
Share:

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.