,, ეკოლოგიური პრობლემები ჩვენ გარშემო და ჩვენი პასუხისმგებლობა“

 2022 წლის აპრილში სსიპ ქალაქ თბილისის № 211 საჯარო სკოლაში საბაზო-საშუალო საფეხურზე განხორციელდა პროეტი ადამიანის უფლებებზე, მიმართულება --პიროვნების პასუხისმგებლობა. პროექტის სახელწოდებაა ,, ეკოლოგიური პრობლემები ჩვენ გარშემო და ჩვენი პასუხისმგებლობა“

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
 მე- 11 და მე-12 კლასის მოსწავლეებითვის მოეწყო ვიდეოფილმების ჩვენება – გაეროს გლობალური მიზნები ( რუსულ და ინგლისურ ენაზე და ვიდეო ფილმი, სახელწოდებით ,, ექვილიბრიუმი“) . შემდეგ მოვაწყეთ მცირე დისკუსია.
 მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო რგოლები ინგლისურენოვან საიტზე –– http://storyofstuff.org/movies/, რა შეიძლება მოხდეს წლების შემდეგ თუ არასწორად მოვიხმართ ბუნებრივ რესურსებს.
 მე- 11 და მე-12 მოსწავლეებმა გააკეთეს ტესტი საიტზე – https://footprint.wwf.org.uk/. ეგრეთწოდებული მწვანე კალკულატორი, რომელიც დაგვეხმარა იმის გარკვევაში თუ რა კვალს ტოვებს თითოეული ჩვენგანი ბუნებაში.
 საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია და გააცნეს მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია გლობალურ პრობლემებზე და კატასტროფებზე .
 მე–8 და მე–9 კლასის მოსწავლეებმა წამოიწყეს აქტივობა , მოიძიეს ძველი წიგნები და გაუკეთეს მხატვრული რესტავრაცია –აღდგენა. დევიზი: ,,გადაარჩინე ბუნება, არ დაანაგვიანო და ეცადე ხელახლა გამოიყენო“.
 ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე დაამზადეს სლოგანები, პოსტერები და მოვაწყეთ პრეზენტაცია.
 მე-12 კლასის მოსწავლეებმა დაწერეს თავისუფალი ესეები თემაზე,, არის თუ არა ადამიანი პასუხისმგებელი კლიმატურ ცვლილებებზე“.
 მოსწავლეებმა დაამზადეს ბულკეტები ქართულ და უცხოურ ენებზე და დაარიგეს სკოლაში .
პროექტის შედეგად მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ადამიანის უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება , მაგრამ ამავე დროს მას აქვს გარკვეული მოვალეობებიც .
ავტორი; ლიზი ჭუმბურიძე
Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.