10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა!

 


სსიპ ქალაქ თბილისის #211 საჯარო სკოლის მე–8 კლასის მოსწავლეებთან, 6-17 დეკემბრის შუალედში, ინგლისურ ენაში პედაგოგმა ნატო თეგაძემ განახორციელა პროექტი ,, Bullying Bites “ , რომლის მიზანიც იყო ადამიანის უფლებებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ძალადობის პრევენცია.
მე-8 კლასში მოეწყო ანიმაციური ფილმის ჩვენება და განხილვა. ძალადობის პრევენციისთვის გამოთქვეს თავისი მოსაზრებები. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ბულინგის სხვადასხვა ტიპებთან დაკავშირებით და მოამზადეს პრეზენტაციები ინგლისურ– ქართულ ენაზე.
თანატოლთა განათლების გზით საკლასო ღონისძიება გადავაქციეთ სასკოლო ღონისძიებად.
მე–8 კლასის მოსწავლეებმა მოიწვიეს მე–7 კლასის მოსწავლეები, წარუდგინეს საკუთარი ნამუშევრები და აჩვენეს ანიმაციური ფილმი. შეხვედრა იყო ინტერაქტიული- კითხვა-პასუხი, დისკუსია.
მე–7 კლასის მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის საფუძველზე და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ნანი ქოროღლიშვილის, დახმარებით შექმნეს პლაკატები დევიზით ,,არა ძალადობას“ და გამოაკრეს სკოლაში.

ავტორი: ლიზი ჭუმბურიძე
Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.