,,დედაჩემი არის ჩემი ღმერთი"

 ,,დედაჩემი არის ჩემი ღმერთი!”- თორღვა (რომეო ლუტიძე) სტუმრად სსიპ ქალაქ თბილისის N211 საჯარო სკოლაში

,,ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში სკოლაში დავგეგმეთ პროექტი 

 ,,ჩემი უფლებები = შენი უფლებები’’.

 განსავითარებელ მიმართულებად  შევარჩიეთ არაფორმალური განათლება, ხოლო პრიორიტეტულ თემად - ადამიანის უფლებები. 

ადამიანის უფლებების მიმართულებებიდან, ,,გამოხატვის თავისუფლებაზე“ განვახორციელეთ პროექტი ,,ქუჩის მუსიკოსები და მხატვრები“.

განვიხილეთ ქუჩის მუსიკოსებისა და მხატვრების უფლებები, მოვიძიეთ ინფორმაცია მათი შემოქმედების შესახებ , მოვამზადეთ  პრეზენტაციები, მოვხატეთ სკოლის კედლები.მოვიპატიჟეთ ახალგაზრდა ქუჩის მუსიკოსი. ამისთვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ ღონისძიების მხარდამჭერს, ქალბატონ ნათია ბასილიას.

2021 წლის 10 დეკემბერს სსიპ ქალაქ თბილისის N211 საჯარო სკოლას ესტუმრა ბატონი თორღვა. მოსწავლეები მას  აღფრთოვანებითა და დიდი ინტერესით შეხვდნენ. ქუჩის მუსიკოსმა ამომწურავი  პასუხები გასცა მოსწავლეთა მიერ დასმულ   კითხვებს. 

კითხვა- მოგესალმებით,ბატონო თორღვა.

სახელი თორღვა,  ხევსურულ მითოლოგიაში განმარტებულია,როგორც გამოჩენილი, მოუსვენარი, შეუპოვარი, მშრომელი, მეამბოხე. უკავშირებთ თქვენს თავს ამ დახასიათებას?

თორღვა-მე რომეო მქვია, ლუტიძე ვარ, ეს არის ჩემი ბიძაშვილის მირ შერქმეული სახელი. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა, რომ მე შექსპირის პერსონაჟისგან ძალიან შორს ვიყავი ჩემი ხასიათიდან გამომდინარე და ზემოთ აღნიშნული რამდენიმე თვისების გამოც შემარქვა თორღვა, რომელიც ძალიან ბევრს გვარი ჰგონია, ბევრს- გვარიდან გამომდინარე .

კითხვა- ქუჩაში გცნობენ ადამიანები?

თორღვა- შენი აზრით? კი, ხშირად. ძალიან ხშირია, თამამად შემიძლია თქმა, რუსთაველიდან თავისუფლებაზე ჩასვლას დაახლოებით უნდა 15-წუთამდე, მე ვუნდები საათ-ნახევარი, სასიამოვნო შეგრძნებაა, სხვათაშორის.

კითხვა- ვინაა თქვენი შემოქმედების მთავარი კრიტიკოსი?

თორღვა-ჩემი მთავარი კრიტიკოსი არის დედაჩემი. დედაჩემი ზოგადად ჩემი ღმერთია, სხვათაშორის, დუმბაძემ თქვა ეს სიტყვები. კი, დედაჩემი მთავარი კრიტიკოსია .ის სიგიჟემდე მიყვარს. ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია, უთბილესი და ყველაზე კრიტიკულია ჩემთან მიმართებით. ალბათ თქვენთანაც ასეა, თუ რამე ხდება კარგი, დედას უხარია და ცუდი - სწყინს. 


კითხვა- გხვდებათ თუ არა სირთულე ქუჩაში სიმღერის დროს?

თორღვა-კი, ძალიან ბევრი, პირველი არის დენის წყარო, არ არის ისეთი ადგილები გამოყოფილი, სადაც შეიძლება დაკვრა. ჩვენ   თვითონ ვირჩევთ,ერთი  მხრივ კარგიცაა ,მაგრამ ხელშეწყობა არაა. აბსოლუტურად ყველაფრის კეთება გვიწევს, ვეძებთ კეთილ ადამიანებს, რომ მოგვცენ აპარატურის ჩართვის საშუალება.....შემდეგ გამოჩნდება მეზობელი, რომელსაც შენი მუსიკა ხმაური ჰგონია, ან შეიძლება ხანდახან მართლა ვხმაურობთ ხოლმე....

კითხვა- როდის დაიწყეთ ქუჩის მუსიკოსობა?

თორღვა-ზუსტად არ მახსოვს ....ალბათ 18-19 წლის ვიქნებოდი ...რასაც ჰქვია მუსიკოსობა კი, ამ ასაკიდან დავიწყე. ისე მე ზესტაფონიდან ვარ და მთელს ქალაქს ახსოვს, მასწავლებლიდან მასწავლებელთან სანამ გადავიდოდი, ინსტრუმენტით დავდიოდი და გზაში ვუკრავდი ხოლმე.

კითხვა- სიმღერის და დაკვრის გარდა კიდევ რა გამოგდით კარგად?

თორღვა-დასვენება გამომდის უკეთ და მოსმენა (იცინის).

კითხვა- პროფესიის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რომელ პროფესიას აირჩევდით?

თორღვა-სიმღერა არ არის ჩემი პროფესია, პროფესიით ვარ იურისტი. სიმღერა პროფესია არ არის, ეს ცხოვრების სტილია. მე მუსიკოსიც არ ვარ, მუსიკალური განათლება არ მაქვს მიღებული, ინსტრუმენტებზე, რომლებზეც ვუკრავ , ჩემით ვისწავლე დაკვრა და შევძელი ისიც, რომ კომპოზიციებიც შემექმნა. მთავარი მონდომებაა. სხვანაირი მიმართულება ვერც წარმომიდგენია, სიმართლე რომ ვთქვა. თუმცა ყოველთვის მიზიდავდა მხატვრობა, რომელიც ყველაზე ნაკლებად გამომდის . ალბათ ,,მხატვრობაში“ ვიქნებოდი .

კითხვა -რა გრძნობაა როდესაც ხალხისთვის მღერით?

თორღვა-როდესაც მღერი ხალხს ვერ ამჩნევ, სიმღერის დროს იმდენად ემოციურად ხარ განწყობილი,  რომ სამყარო ქრება. არის მომენტი, როდესაც კონკრეტულ ადამიანს ამოირჩევ, უყურებ და რეალურად მისგან დიდ ენერგიას იღებ, რაც შეეხება გრძნობას , სიმღერის დროს ყველაზე კარგი შეგრძნებაა,  თავისუფლად შეგეძლოს გამოხატო შენი სათქმელი...

კითხვა- მუსიკოსობა ოცნებად გქონდათ თუ ცხოვრებამ მოგიტანათ?

თორღვა-როგორც დედაჩემი ამბობს,თურმე სამი წლისას, საუბართან ერთად დამიწყია სიმღერა, ჩემი პირველი სიმღერის ვიდეოკადრებია შემორჩენილი. 

მუსიკოსობა იყო ჩემი მიზანი და მე ამას მივაღწიე.

კითხვა- მოტივაციას რა გაძლევთ?

თოღრვა- მოტივაციას მაძლევენ ჩემი ოჯახის წევრები და  მეგობრები. დღეს მოტივაციას მაძლევთ თქვენ და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მისმენს ...

კითხვა-თქვენ  ერთ ინტერვიუში თქვით, რომ წერის მომენტი ძალიან გსიამოვნებთ, მაგრამ საკუთარი სიმღერების მოსმენა არ შეგიძლიათ. რატომ?

თორღვა-არასდროს არ მომისმენია ჩემი სიმღერა. იცი რა მომენტია? თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ისწავლეთ, კლასში მოყევით გაკვეთილი, სახლში კიდევ ყვებით ხოლმე? სხვამ უნდა მოისმინოს შენი სიმღერა, შენ კი, ახალზე იფიქრო.

 დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გისურვებთ წარმატებას!  

 შეხვედრის ბოლოს კი გადავინაცვლეთ სკოლის ეზოში და დავტკბით თორღვას ნამღერით..ეს კი გახლავთ, სასიამოვნო სტუმრის ამამაღლებელი გზავნილი...                                    ავტორი-ლიზიჭუმბურიძე

Share:

No comments:

Post a Comment

პოპულარული

თემები

Unordered List

  • Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit.
  • Aliquam tincidunt mauris eu risus.
  • Vestibulum auctor dapibus neque.

Pages

Theme Support

Need our help to upload or customize this blogger template? Contact me with details about the theme customization you need.